“გენდირექტორი – 15 565, მემანქანე – 1000, ელექტრომონტიორი – 400 ლარი -ამას უთავმოყვარეობაც აღარ ქვია!

ირაკლი კუპრაძე

აქტივისტი

“საქართველოს რკინიგზა უთავმოყვარეო, სამარცხვინო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ყველაზე დაბალანაზღაურებადი რკინიგზელებისთვის ხელფასის გაზრდის მოთხოვნა ,,არარეალური და პოპულისტურია”.

რკინიგზის გენერალურ დირექტორს ჰყავს:

4 თანაშემწე
2 მოადგილე
3 მრჩეველი
1 კონსულტანტი
1 კოორდინატორი

ახლა გადავხედოთ რკინიგზის დირექტორის და მისი მოადგილეების ხელფასებს, რაც რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი-მა სასამართლოს ძალით ძლივს გამოითხოვა, რადგან გაცემაზე უარს ამბობდნენ.

1. გენერალური დირექტორი – 15 565 ლარი
2. გენერალური დირექტორის I მოადგილე – 6 500 ლარი
3. გენერალური დირექტორის II მოადგილე – 8 023
4. გენერალური დირექტორის I მრჩეველი – 4 100
5. გენერალური დირექტორის II მრჩეველი – 3500
6. გენერალური დირექტორის III მრჩეველი 4 000
7. გენერალური დირექტორის I თანაშემწე- 4 600
8. გენერალური დირექტორის II თანაშემწე – 4 600
9. გენერალური დირექტორის III თანაშემწე – 2 280
10. გენერალური დირექტორის IV თანაშემწე- 1500
11. გენერალური დირექტორის კონსულტანტი – 4 000
12. გენერალური დირექტორის კოორდინატორი – 2 500

ინფრასტრუქტურის დირექტორი – 8 172 ლარი
სატვ. გადაზ. დირექტორი – 8 172 ლარი
მგზ. გადაყვანის დირექტორი – 8 172 ლარი
ფინანსური დირექტორი – 8 172 ლარი
კორპ. მართვის დირექტორი – 6 100 ლარი

❌ მათი ხელფასები კი, ვინც ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულებს ასე გამოიყურება:

ელექტრომონტიორი – 400 ლარი
ზეინკალი – 600 ლარი
ლიანდაგის მონტიორი – 560 ლარი
მემანქანე – 1000 ლარი
თანაშემწე – 800 ლარი

ამას უთავმოყვარეობაც აღარ ქვია!

თუ რკინიგზის ადმინისტრაცია არ დაიწყებს მოლაპარაკებას, აუცილებლად იქნება გაფიცვა და აუცილებლად წააგებს ხელმძღვანელობა, მუშები კი მოიგებენ!

სოლიდარობა რკინიგზელებს!!!”

რკინიგზელები მასშტაბური აქციების დაგეგმვას 10 აგვისტოდან ვარაუდობენ. რკინიგზის 4800 თანამშრომელი ხელფასის 50%-ით მომატებას ითხოვენ და გაფიცვებს აანონსებენ.

https://www.gmtv.ge/62322-2/

ჯანდაცვის სამინისტრო მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს

https://www.gmtv.ge/62376-2/