ნანა ხომასურიძე: „პროგრესულ-დემოკრატების“ სიაში ქალბატონები სჭარბობენ

R

ბოლო ხანებში საკმაოდ აქტუალური გახდა საკითხი –„ქალი პოლიტიკაში“. 2016 წლის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო სიებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ ყველაზე მეტი ქალი „პროგრესულ-დემოკრატიულ მოძრაობაშია“. პარტიის, რომლის საარჩევნო ნომერია #2,  აღმასრულებელი მდივანიც ქალბატონია. ჩვენ სწორედ მას, ნანა ხომასურიძეს დავუკავშირდით.

-„პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის” საპარლამენტო სია 101 წევრისგან შედგება. ამათგან 47 მამაკაცია, დანარჩენი ქალბატონი. მსგავსი ანალოგი არ არსებობს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ისიც აღსანიშნავია,რომ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე უმეტესად ქალები არიან დანიშნულნი, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით ართმევენ თავს ნებისმიერ სირთულეს, ასევე სხვა მრავალ საკითხთა შორის ჩვენთვის პრიორიტეტულია ქალის როლი საზოგადოებაში, ასე რომ, ჩვენს პარტიაში შემიძლია თამამად ვთქვა,  გენდერული თანასწორობაა.

ქალს უდიდესი როლი აქვს ოჯახში როგორც მეუღლეს,როგორც დედას,თუმცა ოდითგანვე საქართველოში ქალი აქტიურად იყო ჩაბმული პოლიტიკაში და მისი ხედვა ერთგვარი მშვიდობის გარანტი იყო ქვეყნისთვის. ამის ბრწყინვალე მაგალითია თამარ მეფე, რომელმაც დავით აღმაშენებლის დატოვებული საქართველო კიდევ უფრო განავრცო და ააყვავა.

ქალს შეუძლია გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა,თავისი ბუნებით მონიჭებილი ანალიტიკური უნარის გამო. სწორედ ასეთი შეხედულებისაა პარტიის თავმჯდომარე ლაშა სტურუა და ამიტომაც ჩვენს საარჩევნო სიაში ქალები მრავლად არიან წარმოდგენილნი“-გვითხრა ნანა ხუმასურიძემ.

14344733_1075197762515411_8843222911367373368_n

კომენტარის დატოვება