პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეთა მიტინგზე ოპოზიციის ლიდერი დააკავეს

მოსკოვში პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეთა მიტინგი უკვე რამდენიმე საათია გრძელდება.

https://www.gmtv.ge/62535-2/

ცნობილი ხდება, რომ დააკავეს ოპოზიციის ლიდერი ლუბოვ სობოლი. მას სპეცრაზმმა საარჩევნო შტაბში მიაკითხა. სობოლმა შენობაში შესვლის კადრები ოპოზიციის კანდიდატმა ტვიტერში გაავრცელა.

ოპოზიციის ლიდერის დაკავებაზე განცხადება გააკეთა პროკურატურამ. უწყების განცხადებით,  ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სობოლი სახაროვის პროსპექტზე დაგეგმილ აქციაზე პროვოკაციას ამზადებდა.