მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა

საქალაქო სასამართლოში პროცესი, თითქმის, 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. სხდომაზე მხარეები სიტყვით გამოვიდნენ. ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ თუ მოსამართლე გირაოს შეფარდების გადაწყვეტილებას მიიღებს, ის გირაოს არ გადაიხდის.

მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. ის სათათბირო ოთახის დატოვების შემდეგ გამოაცხადებს გადაწყვეტილებას.