„დღეს ვცხოვრობთ ისევ რთულ და არამშვიდ დროს, მაგრამ უნდა გავუძლოთ”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ახალგაზრდობაზე.

„დღეს ვცხოვრობთ ისევ რთულ და არამშვიდ დროს, მაგრამ ჩვენ ამას უნდა გავუძლოთ. მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენს ახალგაზრდობას. ჩვენი ახალგაზრდობა ჭკვიანი და ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა გამოსტაცოს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გაუძლებს ამ განსაცდელს.

ჩვენ ვცდილობთ მაგალითი ავიღოთ სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ გვაქვს ისეთი წარსული და გამოცდილება, რომ სხვებმა უნდა აიღონ მაგალითი ჩვენგან“ – აღნიშნა პატრიარქმა.