ტვ “პირველზე” კიბერ შეტევა განხორციელდა, არხი პარალიზებულია

ტვ “პირველის” ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ტელეკომპანიაზე კიბერ შეტევა განხორციელდა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა “საქმიანი დილა” და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები.