გოცირიძე ახალ მოძრაობაზე

ახალი პოლიტიკური მოძრაობა ქართულ პოლიტიკურ ველს სექტემბრიდან შეურთდება – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ  გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა.

https://www.gmtv.ge/62623-2/

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ თუ ხაზარაძის მიერ შექმნილი მოძრაობა ფართო საზოგადოებრივ ფენას მოიცავს, მაშინ ის პოლიტიკურ სივრცეში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

„თუ ეს იქნება ფულიანების პარტია, თუ ეს იქნება ბიზნესმენების პარტია, თუ ეს იქნება ისეთი პარტია, რომელიც მხოლოდ ბიზნესის ლობირებისთვის მოდიან, მაშინ ბუნებრივია, რომ მას ექნება ძალიან დაბალი პერსპექტივა. თუ ის ფართო საზოგადოებრივ ფენას მოიცავს, მას ექნება შანსი, რომ დაიკავოს ერთ-ერთი საკმაოდ  კარგი ადგილი აი, ამ პოლიტიკურ სივრცეში“- განაცხადა გოცირიძემ.