“საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არ შეწყვეტილა…”

მამუკა მდინარაძე: საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა – შესაბამისად მოწოდება, რომ “ის უნდა გაგრძელდეს” რელევანტური არ არის.

ჩვენ მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილება შევცვალოთ საარჩევნო სისტემა და არჩევნები პროპორციული წესით, ბარიერის გარეშე ჩავატაროთ; უარი ვთქვით უპირატესობაზე, რომელსაც მაჟორიტარული მანდატები გვაძლევდა; ვცვლით პარტიების დაფინანსების წესს უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე მოდელით და ა. შ.

და რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება რეალიზების პროცესშია, მუშაობა გრძელდება –

სექტემბერში ჩატარდება საჯარო განხილვები, შემდგომ გვექნება საკომიტეტო მოსმენები და არაერთი სამუშაო შეხვედრა. ამის შემდეგ კი ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე გავიტანთ.