ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს

“რუსთავი2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ განცხადება, გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. მიზეზად პაატა სალიამ ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა.

„ვადასტურებ, ნოდარ მელაძესთან ერთად გათავისუფლდება რამდენიმე ადამიანი. გადაწყვეტილება ნოდარ მელაძესთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა პირებთან დაკავშირებით, რომლებიც შვებულებაში იმყოფებიან, დაბრუნების შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომელთაც აქვთ ინტერესთა კონფლიქტი-განაცხადა სალიამ.