“ხაზარაძე-ჯაფარიძის საბანკო ანაგრიშების დაყადაღება პოლიტიკას ან ანაკლიას არ უკავშირდება”

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღება არც ანაკლიის პორტის მშენებლობას და არც მათ პოლიტიკაში მოსვლას უკავშირდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობის დათვალიერებისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ხაზარაძე-ჯაფარიძე პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე განაცხადებდნენ.

„გამოძიება ცოტა ადრე დაიწყო და პოლიტიკაში მოსვლაზე ცოტა მოგვიანებით განაცხადეს. ასე რომ, დაველოდოთ გამოძიებას. არის კონკრეტული თემა, რასაც პროკურატურა ედავება და ვნახოთ. ამას ანაკლიის პორტთან კავშირი არ აქვს“, – განაცხდა კალაძემ. „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დაყადაღდა. ინფორმაცია ამის შესახებ Facebook-ზე მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა.

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დაყადაღებულია. ინფორმაციას ტავად ხაზარაზე სოციალურ ქსელში ადასტურებს და ამბობს, რომ ბრძოლას ყველა შემთხვევაში გააგრძელებს.

https://www.gmtv.ge/62955-2/