“ერთი დრო არავის შერჩენია, ჭირი თავად არ მალავს თავს…”

არჩილ გამზარდია

-ერთი დრო არავის შერჩენია. წინა ხელისუფლებასაც არ შერჩა გამოხატვის თავისუფლების ჩაქრობა, არც მიმდინარეს შერჩება “იბერიის”, “რუსთავი 2-ის”, “ტევე პირველის” თუ სხვების წინააღმდეგ წასვლა.

აქ საქმე იმაში კი არ არის, ვინ ვის შეცვლის და რას რა ჯობს, არამედ საქმე მთელი ამ ხელისუფლება-საზოგადოების ომის მოტივაციაშია, ხელისუფლების სურვილში ყველაფრის დამორჩილება მოახერხოს, თორემ არც მტყუანი აინტერესებს დღეს ძალაუფლების მქონე პირებს, არც მართალი.

ხელისუფლება მხოლოდ დაუმორჩილებლების წინააღმდეგ იბრძვის, შეიძლება ზოგჯერ ასეთები სულაც არ იყვნენ მართალი მხარეები, მაგრამ ხელისუფლებისთვის დამნაშავე მხოლოდ მასთან უთანხმოებაში მყოფი ადამიანები არიან, ეს ტიპური დიქტატურაა, ნებისმიერ თეორეტიკოსს დიქტატის ანბანში აქვს მითითებული რა ახასიათებს დიქტატს და ეს არის საწყის რიგში ის ჯგუფები, რომლებიც ძალაუფლების წინააღმდეგ მიდის, არ ემორჩილება და თანამშრომლობაზე უარს ეუბნება.

“ქართული ოცნება” დღეს ძლიერია, როგორც არასდროს და საშიში როგორც არასდროს.

თქვენ კი მალავთ თქვენი აზრით, ჭირს, მაგრამ რაც გინდა დახუროთ და გაანადგუროთ, ჭირი თავად არ მალავს თავს.