ემიგრანტები საქართველოდან – მეგობრებო! თქვენი უპირობო მხარდაჭერა გვჭირდება!

“შემოგვიერთდით ემიგრანტებო, გააზიარეთ!”

ქართველი ემიგრანტები ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოს, ევროპის საგარეო უწყებას, ასევე ევროსაბჭოს სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ევროკომისიას მიმართავენ და საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, აქვე წერილზე ხელისმომწერნი ყველა ემიგრანტს გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.

მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 ევროპარლამენტს,
ევროკავშირის საბჭოს,
ევროპის საგარეო უწყებას,
ასევე ევროსაბჭოს სტრასბურგში,
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს,
ევროკომისიას

მოგახსენებთ რომ 2008 წლის 12 აგვისტოს, საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უნდა აღდგენილიყო 7 აგვისტოს სტატუს- კვო და რუსეთის შეიარაღებული ძალები დაბრუნებულიყვნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილებში, თუმცა, სულ მალე რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც დაარღვია და ექვსპუნქტიანი შეთანხმებაც. 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო. ამასთან, ექვსპუნქტიანი შეთანხმება ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც აზრს უკარგავს ეგრეთ წოდებულ „ახალ რეალიებზე“ ლაპარაკს.

ამ შეთანხმების ზემოხსენებული პუნქტების არ შესრულების გამოა, რომ რუსეთის ჯარების ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალში საქართველოს აძლევს ოკუპაციის კვალიფიკაციას. პირველი, 1 (ერთ)კმ-მდე მავთულხლართი გორის რაიონის სოფელ დიდ ხურვალეთში, 2011 წლის შემოდგომაზე გაევლო. შემდეგ კი, ეს პროცესი გორის რაიონის სოფელ ქვემო ნიქოზში გაგრძელდა, სადაც 3 კმ-დე სიგრძის მავთულხლართის იქით მოსქციეს ჩვენი მიწა!ამის შემდეგ ყოველდღიურად მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაციის პროცესი. ოკუპაციის ზოლთან ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცათ ადგილობრივებს, რომლებმაც არ იციან, რა იქნება ხვალ მიწის ნაკვეთის მოსავლელად წასულ ადამიანებს მუდმივად იტაცებენ და ფულად ჯარიმას აკისრებენ!კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლები, 2008 წლის ომის მიერ მიყენებული ზიანის გარდა, უწყლობამაც დააზარალა. მათი თქმით, წყლის სარწყავი არხები “იქით მხარეს” მოჰყვა და მათთვის მოსავლის მოყვანა შეუძლებელი გახდა, რის გამოც,თავიანთ ბაღ-ბოსტნებს ვეღარ უვლიან და შესაბამისად, შემოსავალიც ძალიან შეუმცირდათ. წყალსადენების გარდა ოკუპაციის ზოლს მიღმა,ბაქო-სუფსის ტერმინალის დიდი მონაკვეთი დაიკარგა. ახლა უკვე ამ მონაკვეთზეც შეუძლებელია მილსადენთან მიახლოვება, რადგან მას ჩვენი ცხენოსანი პატრული ვერ აკონტროლებს. ამ უკნასკნელი მიტაცებისას ,მოსახლეობას აიძულებენ დაანგრიონ თავიანთი სახლები!

ამ საშინელი მოვლენებისას უმძიმესი ფორმით ირღვევა და ფეხქვეშ ითელება ადამიანის უფლებები! არა ერთეული უფლებები ,არამედ მისი ყველა უფლება!

პატიცემულებო,ძვირფასებო,საქართველოს მეგობრებო! როგორ ფიქრობთ, ქვეყანა, რომელშიც შეიქმნა პირველი დამწერლობა, დაიწურა პირველად ღვინო, ოქროსა, სპილენძის,რკინის, ფოლადის და სხვა ლითონების ყველაზე ადრეული მომპოვებელი და მწარმოებელი ქვეყანა, მინის, ყველაზე ადრე მწარმოებლი ქვეყანა, ვეფხირტყაოსნის ქვეყანა, მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო პოლიფონიისა და ხალხური ბალეტის ქვეყანა,უნდა გადაჰყვეს რუსეთის ინტერესებს?!!!!!

დღეს,როგორც არასდროს სჭირდება საქართველოს თქვენი უპირობო მხარდაჭერა,სწორედ ამის გამო მოგმართავთ დახმარებისთვის ემიგრანტები საქართველოდან!ნუ შეაჭმევინებთ ჩვენს ლამაზ ქვეყანას რუს ოკუპანტებს!!

პატივისცემით
ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი ბელგიის სამეფოში
ანა ბალამწარაშვილი

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო
ცენტრი დიდ ბრიტანეთში
ხათუნა შავგულიძე,ნანა სატტონი

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო
ცენტრი საბერძნეთში
დარეჯან ღამბაშიძე

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო
ცენტრი საქართველოში
ნათია შათირიშვილი