დეპუტატები პასუხებს არ აკონკრეტებენ

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ მსჯელობა იქნება საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში დაგეგმილ საკითხებზე. იქნება თუ არა მსჯელობა სამთავრობო ცვლილებებზე, დეპუტატები პასუხებს არ აკონკრეტებენ და ამბობენ, რომ ასეთ საკითხებზე კომენტარები მოგვიანებით გაკეთდება.