“ქვეყნებს შორის საზღვარი კვლავ გადაიქცევა ფრონტის წინა ხაზად!” – ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა – “თბილისის აგრესიულმა პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ ქვეყნებს შორის საზღვარი კვლავ გადაიქცევა ფრონტის წინა ხაზად!”

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთის საქართველოს საზღვართან დაძაბული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს მხოლოდ ქართული უსაფრთხოების ოფიცრების გაყვანა სოფელ უისტაში და იქ გამშვები პუნქტის გაუქმება.

წინა განცხადებაში კი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საქართველოს, უარი თქვან პროვოკაციებზე და სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციის მცდელობებზე.

https://www.gmtv.ge/63362-2/