“აფხაზეთში რუსული ოკუპაცია ქართული ბიუჯეტიდან ფინანსდება!..”

ოთარ ფანცულაია

“დევნილთა საკოორდინაციო ცენტრი”

-აფხაზეთში გახარჯული ელენერგიის გადასახადს საქართველოს ბიუჯეტი იხდის, ამით აფხაზეთში რუსული ოკუპაცია ქართული ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი ჯიბეებიდან, ფინანსდება. დიახ, სწორედ ჩვენი საკუთარი ჯიბეებიდან ვაფინანსებთ რუსულ ბაზებსაც მათ მიერვე ოკუპირებულ ჩვენს ისტორიულ მიწა-წყალზე.

და ეს იმის მაგივრად, რომ თავად მოვითხოვოთ ოკუპაციის მიერ მოყენებული ზარალის ანაზღაურება…
ეს ვითარება უნდა შეიცვალოს.

დააკვირდით, საერთოდ არ მიხსენებია სიტყვა “ღირსება”…