ქუმსიშვილი: არ შეიქმნათ არასწორი მოლოდინები, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდება!

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. 

24 ივნისს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2431 ლარი იქნება.

23 ივნისს ოფიციალური კურსი 2.2240 ლარი იყო.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა.

ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.5603 ლარად იქნება შესაძლებელი.

 

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს ერთჯერადი მოვლენაა და თავის კალაპოტში ჩადგება.მისი თქმით, ლარის გაუფასურების მიზეზებთან დაკავშირებით ბაზარს თვალს ადევნებს.

„მინდა, ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებით ჩვეულებრივ მოსახლეობას, ჩემნაირ ადამიანებს, ვისაც არ აქვს სპეციალური ცოდნები უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებით, ძალიან გთხოვთ, იყიდეთ მაშინ, როცა გჭირდებათ და გაყიდეთ მაშინ, როცა გჭირდებათ. არ შეიქმნათ არასწორი მოლოდინები, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სამწუხაროდ, მოსახლეობა ყოველთვის აკეთებს პირიქით – ყველაზე მაღალ კურსზე, როგორც წესი, ყიდულობს და ყველაზე დაბალ კურსზე ყიდის. მოვლენა, რომელიც ახლა გვაქვს ერთჯერადია და ჩადგება თავის კალაპორტში”- აცხადებს პირველი ვიცე-პრემიერი.

კომენტარის დატოვება