დავნერგოთ საჯარო სკოლებში უფასო კვება – ინაშვილის ინიციატივა

ირმა ინაშვილმა მთავრობას წინადადებით მიმართა და შესთავაზა, რომ განიხილონ საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამა.

-სკოლებში ნისიის რვეულებია, ბავშვები ფუნთუშებს ნისიად იღებენ, ძალიან უჭირთ მრავალშვილიან ოჯახებს, აღმოჩნდა, რომ პედაგოგების ნისიად იღებენ საჭმელს. იქნებ დავაყენოთ ეს საკითხი და ვიმსჯელოთ, ან თუ ჩვენთან ერთად არ გინდათ მუშაობა, თავად მოაგვარეთ და დაინერგოს საჯარო სკოლებში უფასო კვება-მიმართა ინაშვილმა პრემიერობის კანდიდატს.

ამ წუთებში მოსმენაზე 10 წუთიანი შესვენება გამოცხადდა.