„აქ იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვხატო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს“ – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მთავრობოს კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა.

„აქ, როგორც ყველა დანარჩენი, იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვიჩინო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს. ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა ქნა მან, მიუღებელია პარლამენტში მისი იმიჯის გამოცალკევება და აშკარად სპეკულირება, რომ იგი და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ყველა პიროვნებას აქვს ამ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის თანაბარი უფლება.

აქ იმისთვის ვარ, რომ ჩვენი სოლიდარობა გამოვხატო, სოლიდარობა გამოვხატო საქართველოს მოქალაქეებისადმი, მოსახლეობისადმი, რომელიც ძალიან უჭერს მხარს პროდასავლურ და პროევროპულ პოზიციებს” – განაცხადა კრამონმა.

ნახეთ ასევე: ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა