უკრაინამ პოლონეთიდან 100 რვაბორბლიანი საბრძოლო მანქანა Rosomak იყიდა

უკრაინამ პოლონეთიდან 100 რვაბორბლიანი საბრძოლო მანქანა Rosomak იყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი ავრცელებს.

მისივე ცნობით, შესყიდვის საფასურის გადახდა უკრაინას ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ მიწოდებული თანხით მოხდება.

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ, ასევე, მიიღო პირველი ფრანგული AMX-10 RC ბორბლიანი ჯავშანმანქანა, რომელიც შეიარაღებული იყო 105 მმ-იანი ქვემეხით.