“ის, რომ ვიღაც ითხოვს დახმარებას რუსეთისგან, არის სპექტაკლი!”

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა 6 სექტემბერს, წნელისთან შექმნილი მდგომარეობის გამო სახელმწიფო დუმასა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს დახმარების თხოვნით მიმართა.

https://www.gmtv.ge/63717-2/

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმის მიმართ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ერთადერთი ფაქტორი ადგილზე არის რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, ის, რომ ვიღაც ითხოვს დახმარებას რუსეთის ფედერაციისგან, ეს არის სპექტაკლი.

რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები სხვადასხვა პროცესებს, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის პროცესს იყენებენ, რათა გაზარდონ საქართველოზე ზეწოლა. ეს პროცესები ცალსახად მიმართულია ვითარების შემდგომ დაძაბვისკენ. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტზე, რეალურად თუ ვინმეს ეკისრება პასუხისმგებლობა იქ არსებულ სიტუაციაზე, ეს არის რუსეთის ფედერაცია და მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სიტუაციის შემდგომ ესკალაციაზე”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს უკვე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე დააწესეს უკანონო შეზღუდვები.

https://www.gmtv.ge/63779-2/