ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილებმა კარავი გაშალეს

მე-11 დღეა დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. ისინი ამტკიცებენ, რომ მინისტრი ადგილზე იმყოფება, თუმცა მათთან შეხვედრა არ სურს. დევნილები თავშესაფრით უზრუნველყოფას და სამინისტროს წარმომადგენელთან სატელევიზიო დებატებს ითხოვენ. აქციის მონაწილეები მოთხოვნების შესასრულებლად მინისტრს ორდღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

ბესო შენგელია:

ყველასთვის ცნობილია რომ 11 ღამეა დევნილები ჯანდაცვის სამინისტროში უწყვეტ აქციას ატარებენ! დღეს გაიშალა კარავი და თუ ხელისუფლება გააგრძელებს იგნორირების რეჟიმში ყოფნას აქცია გაიზრდება და მიიღებს უკიდურეს ფორმას. კარვის გაშლამ ხელისუფლება “შეაშფოთა” და მინისტრის მოადგილის სახით,სასწრაფოდ მოაბრძანა ბ-ნი წოწკოლაური,რომელიც დაზეპირებულ ტექსტს იმეორებს უკვე მეშვიდე თვეა.

ის ადამიანები ვინც დევნილებს უანგაროდ მხარში ვუდგავართ მაქსიმალურად ვცდილობთ ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ხელისუფლებასთან მივაყვანინოთ საბოლოო გამარჯვებამდე.