9 სექტემბერს საქალაქო სასამართლოსთან აქცია დაანონსდა

საქალაქო სასამართლოსთან ხვალ 11:30 საათზე, ადვოკატ ვახტანგ იაშვილის და ორგანიზაცია “ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” ორგანიზატორობით საპროტესტო აქცია “გავრილოვის პატიმრები” გაიმართება.

აქციაზე 20 ივნისს დაკავებული მოქალაქეების პატიმროვაში ყოფნას გააპროტესტებენ.სწორედ ხვალ იმართება სასამართლო პროცესი.