რუსეთის დუმა იმედოვნებს, რომ საქართველო კომუნიკაციაში ჩაერთვება

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რუსეთის დუმამ განიხილა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის მიმართვა „1920 წელს ქართველი ნაციონალისტების მიერ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ოსების გენოციდის აღიარებასთან“ დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“.

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე იმედს იტოვებს, რომ საქართველოს მხრიდანაც იქნება კომუნიკაცია ამ საკითხის განხილვისას.