გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის პირველი სხდომა გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის პირველი სხდომა გაიმართება. უკვე არსებული ინფორმაციით, იქნება ცვლილებები, მაგალითად ის, რომ გახარია სხდომის დაწყებამდე მედიისთვის ბრიფინგს აღარ გამართავს.

საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის ახალი შემადგენლობა, 8 სექტემბერს დაამტკიცა. პარლამენტში მთავრობის დამტკიცების პარალელურად მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები. პარლამენტის შენობასთან შეკრებილები იყვნენ აქცია “სირცხვილიას” ორგანიზატორები, რომლებიც შენობაში შესვლას უშედეგოდ ითხოვნდნენ.