16 სექტემბერს საქართველოში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ჩამოვა

16 სექტემბერს საქართველოში ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ჩამოვა.

ვიზიტის ფარგლებში იოჰანეს ჰანი საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას, საქართველოს განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს და თბილისის მერს კახა კალაძეს შეხვდება.

მიხეილ ბატიაშვილთან ერთად იოჰანეს ჰანი ევროპული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ბაკალავრიატის მოსწავლეებს შეხვდებიან. 30 მოსწავლე, ევროკავშირთან თანამშრომლობის მასშტაბური პროექტის პირველ ფაზაში, პროგრამას “ახალი სკოლის“ ბაზაზე გაივლის.

დღის განმავლობაში იოჰანეს ჰანი და გიორგი გახარია მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.