წარმატებული სასწავლო წელი!

საჯარო სკოლებში და საბავშვო ბაგა-ბაღებში სწავლა განახლდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

სწავლის დაწყება საქართველოს 19 საჯარო სკოლაში გადაიდო. სწავლა სკოლების ნაწილში 30 სექტემბერს, ნაწილში კი 23 სექტემბერს განახლდება. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

სწავლა გადაიდო შემდეგ სკოლებში: თბილისის #122 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #130 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #45 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #60 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #149 საჯარო სკოლაში(განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #177 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #191 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #208 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის #23 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს), ალექსანდრე ცინცაძის სახელობის თბილისის #150 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს), ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის #2 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს), ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), გორის #4 საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს), გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს), დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს), ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს).