“ჩაგვრის პრობლემა საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს ეხება ”

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში ბულინგთან ბრძოლას დიდი ყურადღება მიექცევა. მინისტრი ამბობს, რომ მანდატურის სამსახურის ერთ–ერთი მთავარი ამოცანა, სხვა პრობლემებთან ერთად, სკოლაში სწორედ ბულინგთან ბრძოლა იქნება.

ჯეჯელავას მიაჩნია, რომ მოსწავლეებთან და პედაგოგებთან მუშაობა ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, ბულინგის აღმოფხვრის მთავარი საფუძველია.

ამ პრობლემასთან საბრძოლვევად რეფერირების ინსტრუმენტი, როგორც პედაგოგების, ასევე დირექტორების ტრენინგში, ბულინგის გამოვლენის და მისი აღკვეთის, ასევე ფაქტის შესახებ შესაბამისი ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდების ინსტრუმენტებიც არის ჩადებული.

“ძირითადი ინსტრუმენტი სკოლაში ბულინგთან ბრძოლის მიმართულებით არის განათლება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. ბულინგი არის პრობლემა, რომელიც მხოლოდ სკოლის პრობლემა არაა. ეს არის ქუჩის, ეზოს და ნებისმიერი სოციუმის პრობლემა. ასევე, ბულინგი მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს არ ეხებათ. ეს ეხება საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს და საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს ეხება ჩაგვრის პრობლემა”– განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.