“არ მინდა ერთი ადგილის ტკეპნა, მინდა, ჩემი საერთაშორისო კონტაქტები ავამოქმედო”

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია პოლიტიკას დროებით ჩამოშორდა. მისი ამ გადაწყვეტილების შემდეგ საკმაოდ ბევრი მითქმა-მოთქმაა თუ სად წავა და რა თანამდებობაზე გააგრძელებს მოღვაწეობას. გავრცელდა ხმა, რომ სესაძლებელია მალე ალასანია უშიშროების  საბჭოს მდივნად ვიხილოთ, საზოგადოების ნაწილი არც იმა გამორიცხავს, რომ დემოკრატების ლიდერს სამთავრობო წრეებშიც შესთავაზონ თანამდებობა, თუმცა თავად ალასანია უარყოფს მოარულ ხმებს და ამბობს, რომ საქმიანობას საერთაშორისო ასპარეზზე მოსინჯავს და არც იმას გამორიცხავს, მუშაობა საზღვარგარეთ გააგრძელოს.

„არ მინდა ერთი ადგილის ტკეპნა. სახელმწიფო სამსახურში მუშაობა გამორიცხულია, თუმცა  ისეთ  საქმეს  გავაკეთებ,  რომელიც  აუცილებლად  გამოადგება  საქართველოს, გამოადგება  შერიგებისთვის  აფხაზებთან,  ცხინვალის  მოსახლეობასთან. 

შეიძლება, ეს საზღვარგარეთ  საქმიანობაც  იყოს.  მინდა,  ჩემი  საერთაშორისო  კონტაქტები  ავამოქმედო  და რეალიზება  გავუკეთო ამ ურთიერთობებს, როგორც კერძო პირმა” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარის დატოვება