“გამოვხატავ ჩემს პატივისცემას თითოეული მოქალაქის არჩევანის მიმართ”

მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ შეაფასა  8 ოქტომბრ არჩევნები და განაცხადა, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოდ თავისუფალი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

“მოგეხსენებათ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პირველად იკრიბება მთავრობა. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს აღინიშნოს, რომ 8 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოდ თავისუფალი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები.

მინდა ყველა თქვენგანს მივულოცო ეს ფაქტი და მადლობა გადავუხადო ჩვენს საზოგადოებას, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარებისთვის. თითოეულმა დამკვირვებელმა, საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა ეს ფაქტი.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას. ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო, რომელიც განაპირობებს საქართველოს მომავალი განვითარების დღისწესრიგს და ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება საქართველოში მიმდინარე შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების პროცესის.

მინდა ყველა თქვენგანს მივულოცო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ქვეყნის. გამოვხატავ ჩემ პატივისცემას თითოეული მოქალაქის არჩევანის მიმართ. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ ამომრჩეველს, ვინც ჩვენ გამოგვიცხადა დიდი ნდობა” – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარის დატოვება