პრემიერი ახალი ინიციატივით გამოდის

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით, ჯგუფის შექმნის ინიციატივა გააჟღერა.

„ჩვენ მემკვიდრეობად მივიღეთ ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია და აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ფართო ჩართულობით, მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ მომავალში ვერავინ ვერასოდეს ვეღარ მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრირება, უზურპირება და ეს იყოს ერთხელ და სამუდამოდ ნამდვილად ევროპული დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია. მაგრამ ეს არ იქნება ის, რომ ჩვენ ახლა პარლამენტში, პირველ რიგში დავეტაკებით და ამ საკითხით ვიქნებით დაკავებულნი ყველანი. აქ სიჩქარე არ ივარგებს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ შევქმნათ ძალიან მაღალი დინამიკა განვითარების და ამას ვპირდებით ჩვენს ამომრჩეველს“ – განაცხადა კვირიკაშილმა.

პრემიერი ბოლო დღეებში გასარჩევ თემას-„ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობა სახიფათოა“ შეეხო და განაცხადა:

-„ეს აბსოლუტურად არაჯანსაღი სპეკულაცია, რომ დაიღუპა ქვეყანა დღეს, რადგან „ქართული ოცნება“ იმარჯვებს საკონსტიტუციო უმრავლესობით, არის ძალიან ხელოვნური“.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა საჭიროა იმისთვის, რომ ამომრჩევლის წინაშე ხელისუფლებამ დანაპირები შეასრულოს.

მისივე განცხადებით,  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო პერიოდში გაცემულ უკლებლივ ყველა დანაპირებას უცილებლად შეასრულებს.

 

 

კომენტარის დატოვება