თბილისის თეატრალური ფესტივალი-საერთაშორისო პროგრამა

თბილისის თეატრალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

 ორბელიანის მოედანზე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდნენ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე  ბადრი მაისურაძე,  დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმიტი, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ზაზა ფურცელაძე, ბრიტანეთის საბჭოს ფესტივალების და სეზონების დირექტორი რებეკა საიმორი  და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის  დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი.

„წლიდან წლამდე იზრდება ფესტივალის ფარგლებში ტურისტული მიმართულებით ვიზიტორების რაოდენობაც. წარმოდგენილი უცხოური და ქართული პროგრამის გარდა, ფესტივალს დაემატა ღია წარმოდგენები, მათ შორისა, თბილისობის ფარგლებში “მუარე”, რომელიც არაჩვეულებრივი საჰაერო შოუა როკ მუსიკის თანხლებით” – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა.  წელს  დედაქალაქი  უკვე მე-11  თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.

2019 წელს ფესტივალი მაყურებლის წინაშე ახალი პროექტებით წარდგება: ფესტივალს დაემატა ახალი მიმართულება არტ-მარკეტი; ბრიტანული სეზონის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ხუთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის   ფესტივალის პირველი კო-პროდუქცია ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად, რომელიც ღია ცის ქვეშ დაგეგმილი პროგრამის ფარგლებშია.

6 ოქტომბერს თბილისის მერიასთან ერთად  თბილისობის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საჰაერო თეატრი – მუარე გამოცდილება (ესპანეთი, ინგლისი), რომელიც არის აკრობატების საჰაერო შოუ, როკ-მუსიკის თანხლებით. შოუზე დასწრება თავისუფალია.

23 სექტემბერიდან 24 ოქტომბერის ჩათვლით თბილისის საერთაშორისო თეატალურ ფესტივალზე საერთაშორისო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება  15 სპექტაკლი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ლიეტუვადან, შვეიცარიიდან, ისრაელიდან, იტალიიდან ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან. 3 სპექტაკლი გაიმართება პროგრამა NEW-ს ფარგლებში, რომელზეც წარმოდგენილნი იქნებიან იტალია, უკრაინა და ბელარუსი.

ქართული სპექტაკლების პროგრამა  2-6 ოქტომბერს გაიმართება. მასზე წარმოდგენილი იქნება 26 სპექტაკლი და  5 პრემიერა, როგორც დედაქალაქიდან, ისე რეგიონებიდან. ასევე, ნაჩვენები იქნება კრიტიკოსთა ასოციაციის მიერ რეკომენდებული 11 სპექტაკლი.

ქართული სპექტაკლების პროგრამის და არტ მარკეტის ფარგლებში დედაქალაქს  95 საერთაშორისო სტუმარი ეწვევა არგენტინიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, ჩინეთიდან, ფინეთიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, ისრაელიდან, იაპონიიდან, ყაზახეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, მაკედონიიდან, პაკისტანიდან, პოლონეთიდან,  რუმინეთიდან, რუსეთიდან, სერბეთიდან, სლოვაკეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ესტონეთიდან, ირანიდან და ბრაზილიიდან.

10  წლის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა უმასპინძლა 170 კომპანიას იტალიიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ხორვატიიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ესტონეთიდან, შვედეთიდან, ირანიდან, კორეიდან, ლიეტუვადან, ჩინეთიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, ტაივანიდან, ფინეთიდან, ესტონეთიდან, სომხეთიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან და უკრაინიდან.

ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტასნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, ჯონ მალკოვიჩი, პიპო დელბონო, სილვიუპურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, მიხეილ ბარიშნიკოვი,  ალვის ჰერმანესი და სხვა.  მათთან ერთად კი კომპანიები, რომლებსაც სწორედ თბილისის ფესტივალმა გაუხსნა ახალი და დიდი გზა საერთაშორისო აღიარებისაკენ.

საერთაშორისო პროგრამა  / 2019 წელი

23 სექტემბერი
111 (ასთერთმეტი)
Created and performed by Joel Brown and Eve Mutso       
Venue: მარჯანიშვილის თეატრი
https://www.youtube.com/watch?v=ulhrwC2htLY

25 სექტემბერი
სახეში
Concept, Choreography & Direction: Yasmeen Godder
ქორეოგრაფიული კომპანია კანდოკო 
Venue:
მარჯანიშვილის თეატრი
https://www.youtube.com/watch?v=lNdjbkuYesU

მოდი ვისაუბროთ ამაზე
Concept, Choreography & Direction: Hetain Patel
ქორეოგრაფიული კომპანია კანდოკო
Venue: მარჯანიშვილის თეატრი
https://www.youtube.com/watch?v=p2RdkJZnIw4

არგონავტები
კომპანია Candoco Dance Company და  Lost Dog ერთობლივი პროექტი

კონცეფციის ავტორი , რეჟისორი ;   ბენ დიუკი,  ჯემიმა ჰოადლისთან  , ველ ო ბრაინთან და კომპანია „არგონავტებ“-თან    ერთად
Venue: მარჯანიშვილის თეატრი

25 სექტემბერი
გუნტერ გრასი
თუნუქის დოლი
ბერლინერენსამბლე, გერმანია
Venue: მარჯანიშვილის თეატრი
https://vimeo.com/323698667?fbclid=IwAR2Leu7xFStcn8g6YhKfVxkbv-nw7i9mMWUwTwX-UeYmfJgoZ_d3NnhUjRU

 

 

28 სექტემბერი
ჯონს იარაღი მისცეს
 
რეჟისორი: Thalia Matika,  საბერძნეთი
Venue: მარჯანიშვილის თეატრი

  4, 5 ოქტომბერი
დონკა: წერილი ჩეხოვს
პიესის ავტორი და რეჟისორი: დანიელე ფინცი პასკა  
კომპანია ფინზი პასკა. შვეიცარია.
Venue: გრიბოედოვის თეატრი
https://www.youtube.com/watch?v=2DhuPfS-hds

5 ოქტომბერი
კომპანია Wayne McGregor – (პროგრამა აუთდორი)        
რეჟისორები:  Wayne McGregor
Venue:  ორბელიანის მოედანი

6 ოქტომბერი
პაბლო კუელო, რაულ ვარგასი
მუარე გამოცდილება (პროგრამა აუთდორი )
რეჟისორები:  გასტონ იუნგმანი-რობერტო სტრადა
საჰაერო თეატრი
VOALA, ესპანეთი /ინგლისი
Venue: ევროპის მოედანი
https://www.youtube.com/watch?v=ocp5GSmAPxk

7, 8 ოქტომბერი
Birdie
რეჟისორები:   Àlex Serrano, Pau Palacios and Ferran Dordal
Agrupación Señor Serrano
Venue: მარჯანიშვილის თეატრი
https://www.youtube.com/watch?v=eHfRzTxPpiI

 

 

 

16  ოქტომბერი
Roy Oppenheim & Ido Ricklin
ემოცია მოძრაობის გარეშე
რეჟისორები:  Ido Ricklin & Roy Oppenheim
Revolutionary Orchestra, ისრაელი

Venue:
მარჯანიშვილის თეატრი
https://www.youtube.com/watch?v=ySVN_YHV_Q8

19 ოქტომბერი
კომპანია “fuse*
დოკკ
Venue: მარჯანიშვილის თეატრი
https://mega.nz/#!EXgkxALC!rBdJux4iJ_h4nStVHD8opK5O9YkVRBM-5JG1BMhWLYc

24   ოქტომბერი
მოლიერი
ტარტიუფი
რეჟისორი  ოსკარას კორშუნოვასი
ლიტვის ნაციონალური თეატრი და ავინიონის ფესტივალის ერთობლვი სპექტაკლი, ლიტვა
Venue:  გრიბოედოვის თეატრი
https://www.youtube.com/watch?v=uhAqr_Tj5wA&t=4s

 

პროგრამა NEW:

28 სექტემბერი
COSA BEVEVA JANIS JOPLIN?
Roberta Lidia De Stefano and Flavia Ripa – LE BRUGOLE company ,
იტალია
Venue: კაფე „სტრადა”

2 ოქტომბერი
მე ვხედავ მზეს Institution «Honored team of the Republic of Belarus
«Belarusian State  Academic Theater of the Young Spectator,
ბელორუსია
რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი
Venue:  ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი

 

14 ოქტომბერი
ქალები
რეჟისორი
– ციცინო

კობიაშვილი
Poltava Theater, უკრაინია
Venue: მარჯანიშვილის თეატრი