ზელენსკი ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის დებატებზე ისაუბრებს, ასევე შეხვდება აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. შეხვედრა 25 სექტემბერს შედგება.

ზელენსკი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გენერალური დებატების დროს, ასევე მონაწილეობას მიიღებს სამიტზე – მდგრადი განვითარების მიზნებისათვის.

უკრაინის ლიდერი ასევე შეხვდება აშშ-ში უკრაინული საზოგადოების ლიდერებს, ებრაული ორგანიზაციების ლიდერებს და ამერიკული ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს.