სახურავიდან გადმოვარდნილი 16 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში, ვარკეთილში, კალაუბნის ქუჩაზე 16 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადავარდა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ადგილობრივები და ბიჭის მეგობრის მშობლები ამბობენ, რომ ბიჭი ძალიან მეგობრული და უპრობლემო ბავშვი იყო.

ადგილზე შეკრებილი რამდენიმე ადამიანი ამბობს, რომ სახურავზე ბიჭი სავარაუდოდ მარტო არ იყო.