“კაცი ცუდად არის, კვდება, ეტლში ზის და სად უნდა გაიქცეს, რომ არ უშვებენ?..”

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, დაკავებულის მიმართ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების 5000ლარიანი გირაოთი და შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე. მიუხედავად ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობისა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ლევან ჯიქური პატიმრობაში დატოვა.

“კაცი ცუდად არის, კვდება, ეტლში ზის და სად უნდა გაიქცეს, რომ არ უშვებენ? ცნობები მაქვს, სადაც წერია, რომ პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. ვაპირებ, საელჩოებში მისვლას და ჩემი მდგომარეობის თქმას, ბევრ აქტიურობას ვაპირებ, მაგრამ თავს ვიკავებ, რომ არავინ გავაღიზიანო. გირაოს სახით ბინას ვდებ, 15 კვადრატში ვცხოვრობ და იმას ვდებ, რომ გამოუშვან. ეტლში ზის, მეტი რაღა უნდათ, რომ არ ითვალისწინებენ? გული გაქვთ? გახარიას, ბიძინას, ყველას მოგმართავთ, თქვენ ხომ შვილების პატრონები ხართ, გაითვალისწინეთ. არ არსებობს ერთი ადამიანიც, ვინც გულთან ახლოს მიიტანს ჩემ ოჯახურ მდგომარეობას და ჩემ ქმარს გამოუშვებს? არ არსებობს ერთი ადამიანი მთავრობაში, ვინც გვერდით დამიდგება? 7 წლის შვილი ახლა სახლში მშიერი მყავს. სრულიად მარტო ვარ!” – განაცხადა ლევან ჯიქურის მეუღლემ.

https://www.facebook.com/PrimeTimeMagazine/videos/1216553161851779/?v=1216553161851779