საპატრიარქოში დაინტერესებულმა პირებმა აუკრძალეს მამაოებს მოსვლა და პრესკონფერენცია ჩაშალეს!..

„მედიაცენტრ მთავარის“ ხელმძღვანელი ეკა გულუა აცხადებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით ჩანიშნული სასულიერო პირების ბრიფინგი გაუქმნდა. მისი თქმით, საპატრიარქოში, დაინტერესებულმა პირებმა ჩანიშნული და სასულიერო პირებთან შეთანხმებული პრესკონფერენცია დაბლოკეს, უფრო სწორედ, აუკრძალეს მამაოებს მოსვლა და ამ თემაზე საუბარი.

– დავით გარეჯთან დაკავშირებით, „მედიაცენტრ მთავარში“ სასულიერო პირებს განცხადება უნდა გაეკეთებინათ, თუმცა, საპატრიარქოში, დაინტერესებულმა პირებმა ჩანიშნული და სასულიერო პირებთან შეთანხმებული პრესკონფერენცია დაბლოკეს, უფრო სწორედ, აუკრძალეს მამაოებს მოსვლა და ამ თემაზე საუბარი. უცნაურია, რომ საპატრიარქოს “ცალკეულმა პირებმა” საკუთარი ტელევიზია გამოიყენეს იმის გასარკვევად, თუ რომელი სასულიერო პირები აკეთებდნენ განცხადებას. როცა საკუთარ პროდიუსერს დაარეკინეს და გაარკვევინეს, თუ ვინ აკეთებდა განცხადებას, აი, ყველაფერი მაშინ დაიწყო. ამ შემთხვევაში, კონკრეტული სასულიერო პირების (ვინც უნდა მოსულიყო) ბრალეულობა არაფერია, პირიქით, დამიკერეს და ბოდიშები იხადეს. “თქვენ” კი ასე გააგრძელეთ! შედეგი გაქვთ და გექნებათ კიდეც!..-აცხადებს ეკა გულუა.