მერია 11 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს 1 ლარად გადასცემს

კახა კალაძის განცხადებით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელ ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ.

“თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს 11 ოჯახს გადაეცემა ბინები კერძოდ: გელა ჭედიას N1-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს, ომარ ხიზანიშვილის N67-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს, დადიანის N2-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს, კახეთის გზატკეცილი N36-ში მცხოვრებ ორ ოჯახს, ავჭალა 1-ში, N27 სახლში მცხოვრებ ერთ ოჯახს, კახეთის გზატკეცილის N89-ში მცხოვრებ ორ ოჯახს, წყნეთის გზატკეცილიის N4 კორპუსში მცხოვრებ ერთ ოჯახს, ენგურჰესის N3-ში მცხოვრებ ორ ოჯახს”,- განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების მიზნით, სულ ცოტა ხნის წინ, ქონების მართვის სააგენტომ აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის მიმდებარედ არსებულ 10 177 კვ. მ მიწის ნაკვეთზე, ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე გამოავლინა გამარჯვებული სამშენებლო კომპანია.

მერიას აქვს 65 ოჯახის სია, რომლებიც სწორედ ამ მისამართზე დაკმაყოფილდებიან ბინებით. დაზარალებული ოჯახების შერჩევა მოხდა სოციალური ქულების საფუძველზე. მათ ჯამში 4400 კვ.მ საცხოვრებელ ფართს, თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადასცემს კომპანია. მერის თქმით, ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება.