თავდაცვის მინისტრი სომხეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს რუბენ სადოიანს უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის  ორმხრივი თანამშრომლობის გეგმაზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს უმასპინძლა.

ვრცლად

https://www.gmtv.ge/64932-2/

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დურსუნ ჰასანოვს უმასპინძლა.

ვრცლად

https://www.gmtv.ge/64936-2/