ხიდაშელი ივანიშვილს: პირობას გაძლევთ აუცილებლად მოიხდით ბოდიშს!

ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის „რესპუბლიკურ პარტიასთან“ პინგ-პონგის თამაშს არ აპირებს. ასე უპასუხა ივანიშვილმა „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ ფარგლებში კახეთში გამართულ შეხვედრაზე, „ინტერპრესნიუსის“ კითხვას პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადების თაობაზე, რომელშიც დავით უსუფაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს შეადარა და აღნიშნა, რომ მათი პოლიტიკა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.

„ჩემი აზრით, მე „რესპუბლიკური პარტიის“ ამომწურავი შეფასება გავაკეთე და ახლა პინგ პონგის თამაშის დრო არა მაქვს, რომ მაგათ ყველა განცხადებაზე პასუხი გავცე. მე ამომწურავად შევაფასე „რესპუბლიკური პარტია“ და საკმარისია. მათთან უამრავი, უფრო სერიოზული კითხვებია. პინგ-პონგის თამაში უნდათ და მე მაგისთვის არ მცალია. მაგათ მეტი საქმე არ აქვთ, როგორც ჩანს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ექს-პრემიერის ამ შეფასებას თინა ხიდაშელი გამოეხმაურა:

-„1. ჩვენ არ დაგვიწყია
2. შეურაცხყოფა არ მოგვიყენებია
3. ანუ “შეფასებები უკვე გავაკეთე” არის პოზიცია 🙁 ადრე ბოდიშის მოხდა არ გიჭირდათ ხოლმე, სამწუხაროა. მე კი პირობას გაძლევთ აუცილებლად მოიხდით ბოდიშს პატარა კაცისთვის, უღირსის და მსგავსი საძაგლობებისთვის,  რომელიც იკადრეთ.
4. კითხები არსებობსო — დასვით ბატონო ბიძინა, ოღონდ ვინმე უფრო გონიერს კითხეთ რჩევა, ვიდრე იმას ვინც საკონსტიტუციო კომისიაზე გირჩიათ, თორემ ისევ უკან დახევა მოგიწევთ;
5. პინგ-პონგი არა ამას უღირს უზრდელობრბზრ პასუხი ქვია.
6. ეხლა არსობრივად — ბევრი დავიჭირეთო, ნიუნბერგი არ იქნებაო, ხალხს ნაცმოძრაობა რომ არსებობს ეს აღიზიანებსო.
ამას სისტემური დანაშაული ქვია, იმ ენაზე, თქვენ რომ მიშასავით, მასხარად აიგდეთ – პროცედურების და კანონის ენაზე. 1, 5 ან 41 ინდივიდუალურად გასამართლებული არ ადასტურებს სისტემურობას თუ შესაბამისად არ გამოიძიეს და მოიკვლიეს. ამისათვის კი რაც საჭიროა იყო ჩემს 2012-2013 წლის იმაილებში ბევრი წერია და შეგიძლიათ მოიძიოთ”.

კომენტარის დატოვება