არა რუსეთს! – პროტესტი დღეს, 20:00 საათზე პარლამეტთან გაგრძელდება

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას დღეს, პარლამენტთან, 20:00 საათზე კვლავ გააპროტესტებენ.

შეგახსენებთ, მანამდე მოქალაქეები აეროპორტში დახვდნენ პირველ რუსულ თვითმფრინავს.

რუსეთთან ფრენების გაპროტესტების გამო, პოლიციელებმა მშვიდობიანი მომიტინგეები დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 6 ადამიანი.