კორონავირუსი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდგინდა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კიდევ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.

46 წლის მამაკაცი ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით რუსთავის ცხელების ცენტრში თავად მივიდა. პაციენტს, ამჟამად, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც პარლამენტის პრესსამსახურში ამბობენ, უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ PCR ტესტირება. პასუხი უარყოფითია, მათ კოვიდ ინფექცია არ დაუდასტურდათ.

უსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში გადავიდა.