გზა ქართული ფეხბურთიდან ნიუ-იორკის კინო-აკადემიამდე

თამთა მეგრელიშვილი

გაიცანით განსხვავებული გარეგნობისა და იმიჯის მქონე ბიჭი – ლევან ჩხეიძე ძალიან საინტერესო ცხოვრების ისტორიითა და დიდი მიზნებით…

-მომიყევი ის, რაც ყველაზე საინტერესოდ გახსენდება შენი ცხოვრებიდან – მიღიმის და იწყებს:

– მე ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ,არაფრით გამორჩეული ალბათ…

მე: არაფრით? – ეღიმება და აგრძელებს:

-თერთმეტი წლიდან ფეხბურთს ვთამაშობდი, ვახტანგ კოპალეიშვილის გუნდში”ნორჩი დინამო”, მერე ფინანსური პრობლემების გამო იძულებული გავხდი თავი დამენებებინა საყვარელი საქმისთვის, რომელსაც 10 წელი ვემსახურე და მუშაობა დისტრიბუტორად დავიწყე.

ფიზიკურად მუშაობა მიწევდა, ვეზიდებოდი ყუთებს, მაგრამ  არ ვნანობ, მე კაცი ვარ და ჩემი ოჯახის წინაშე სხვა პასუხისმგებლობა მქონდა.

ვაღიარებ ძალიან მიჭირდა ფეხბურთის მიტოვება,ხშირად ვიჯექი და ვუყურებდი ჩემი გუნდელების ფოტოებს, მიხაროდა მათი წარმატება და თან გული მწყდებოდა, რომ მათთან ერთად ვერ ვიზიარებდი  არაერთი გამარჯვების სიხარულს.

– საიდან მოვიდა კინო შენს ცხოვრებაში?

-ის არა,მე მივედი!(ეღიმება)

მთელი ბავშვობა ვოცნებობდი მსახიობობაზე, ძალიან მიყვარს კინო ხელოვნება,მისი ისტორია და ერთ დღესაც მოვხვდი ქასტინგზე GDS-ში, გამიკეთეს ფორტფოლიო და შემომთავაზეს სერიალ “ტიფლისში” ჟანდარმერის როლი.

ჰონორარის ასაღებად მისული შემამჩნია თამუნა მორჩილაძემ, რომელიც არჩევდა სახეებს ლევან დაბრუნდაშვილის ფილმის “ქერჩში დაკარგული გმირებისთვის”.

იქ მისულს უამრავი ადამიანი დამხვდა,გადაანაწილეს ყველა და დავრჩი მარტო, აი მაშინ გავიფიქრე, რომ სახლში უნდა წავსულიყავი, ამ დროს  ლევან დაბრუნდაშვილი მომიბრუნდა და მითხრა:-შენ რჩები,მეთაურის ასისტენტად!

14625325_1282749838442604_550249213_n

ლევანმა და მთელმა ჯგუფმა,მე ცხოვრების სტიმული დამიბრუნა, ამ ადამიანებმა შეცვალეს მთელი ჩემი ცხოვრება!

შემდეგ იყო სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”, დინო გეთიაშვილის უნიჭიერესი,თავმდაბალი და საკუთარ საქმეზე შეწირული ხელოვანის ფილმი კლასიკურ ფილოსოფიური დრამა „პირველი დღე განთიადის გარეშე” სადაც ვითამაშე მთავარი როლი.

14686491_1282749808442607_956266250_n

ასევე მონაწილეობა მივიღე კლიპში “ვერ დაგივიწყე” უნიჭიერეს მომღერალ პაატა ხაჩიძესა და “ქუჩის ბიჭებთან” ერთად.

ვმონაწილეობდი უამრავ სარეკლამო რგოლში: “საქართველოს ბანკის”,თი ბი სი ბანკის”,სამშენებლო კომპანია”დირსის”,სილქნეტის”,”ჯეოსელის” სარეკლამო რგოლებში.

-დღეს რა გეგმები აქვს ლევანს?

-ამჟამად ემზადება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში წასასვლელად, რათა პროფესიული კუთხით გააგძელოს სწავლა “New York Film Academy”-ში.

-წარმატებებს გისურვებთ, ლევან!

ჩვენს მკითხველს კი ვეტყვით, რომ სულ მალე, სააგენტო GeoMediaTV შემოგთავაზებთ ახალ გადაცემას თამთა მეგრელიშვილთან ერთად, რომლის პირველი სტუმრები სწორედ ლევან ჩხეიძე და დინო გეთიაშვილი იქნებიან, ჩვენ გაგაცნობთ მათ სამყაროს და ერთად ვნახავთ რა რთული გზა გამოიარეს წარმატებამდე.

კომენტარის დატოვება