„არსებობს რისკები არჩევნების დღეს იყოს ინციდენტები!“

ცესკოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება, განმეორებითი კენჭისყრა კი 22 ოქტომბერს ჩატარდება.

არჩევნების მეორე ტურს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორი მიხეილ ბენიძე ეხმიანება და ამბობ, რომ სამართალდამცავი ორგანოების ყურადღება არჩევნების დღეს საკმაოდ დიდი იყოს, რადგან არსებობს ინციდენტების რისკები.

-„იყო ბოლო ვადა 2 ნოემბერი და ბუნებრივია 30 ოქტომბერი ამ ვადებში ჯდება. არსებობს რისკები იმისა, რომ განსაკუთრებით არჩევნების დღეს, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, იყოს გარკვეული ინციდენტები. თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ განსაკუთრებულად ყურადღებით იქნებიან სამართალდამცავი სტრუქტურები, განსაკუთრებით იმ რამდენიმე ოლქში, სადაც ასეთ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი“ – აცხადებს ბენიძე.

კომენტარის დატოვება