“ადამიანობა ცეზარ ჩოჩელის კარმაა! შეუძლებელია გვერდში არ დაუდგე!”

ცესკოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება, განმეორებითი კენჭისყრა კი 22 ოქტომბერს ჩატარდება. მეორე ტურია მცხეთაში, სადაც საზოგადოებას “ქართული ოცნების” კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძესა და დამოუკიდებელ კანდიდატს, ცეზარ ჩოჩელს შორის მოუხდება არჩევანის გაკეთება.

მოსახლეობის ნაწილი უკვე ჩამოყალიბებულია ვის მისცემს ხმას და თავის გადაწყვეტილებას საჯაროდ აცხადებს:

დინა მირცხულავა.

მოსახლეობასთან გამართულ თითქმის ყველა შეხვედრაზე დავყვებოდი და ვუთვალთვალებდი.
ვუთვალთვალებდი და ვუსაფრთდებოდი, რას ამბობდა, როგორ ამბობდა, რა გეგმები ჰქონდა და როგორ აპირებდა მოგვარებას ?!
უპირველესად საკუთარ თავს ვცდიდი, ვიდექი თუ არა იმ ადამიანის გვერდით, ვისთანაც უნდა ვყოფილიყავი, თუ ოთხი წლის წინანდელივით იმედგაცრუება მელოდა ?!
ფონს გავიდა !
იმდაგვარად გავიდა, რომ არ დაუწუწუნია, არ წაბორძიკებულა და მეც შვებით ამოვისუნთქე.
შეხვედრები იყო ადამიანური, სუფთა და ხალასი.
გალავანი, ნატახტარი, ნიჩბისი, წილკანი, ძეგვი – ვერ დავითვალე მქუხარე ტაშით რამდენგზის შეაწყვეტინეს სიტყვა !
გიცნობთ ცეზარ !
– შენ იმას, იმ დროს, როგორ არ გახსოვს, შარშან, ადამიანო, ის რო მოვიდა, გადაარჩინე, ოპერაცია, ექიმი, დაფინანსება , წამალი – ყველა სოფელში მესმოდა და არა ერთი და ორი ადამიანისაგან !
ვერაფრით იხსენებდა თვითონ და თუ გაიხსენებდა არამც და არამც არ შეიმჩნევდა !
– მუშისა გესმის , ცეზარ, ერთხელ ქარხანაში მოგაკითხე და ბლოკს აწყობდი, დახეთქილი ხელი გამომიწოდე მაშინ – და მძლავრად ურტყამდა გამოწვდილ მარჯვენაზე ხელს მასპინძელი ძალისიდან.
მთელი სახე უცინოდა ცეზარს.
მერედა როგორი გადამდები სიცილი აქვს ?!
თავად კი ყოველი შეხვედრის მერე ვაანალიზებდი, ვინ არის ეს კაცი ?!
ცალ -ცალკე ვალაგებდი მასზე გაგებულ მითს და თვალით ნანახ რეალობას…
საბოლოოდ დავასკვენი :
ადამიანობა ცეზარ ჩოჩელის კარმაა !
თავად უნდა ნახოთ , ზოგჯერ რა მსუბუქად და ზოგჯერ რა მძიმედ მოიგდებს მას მხრებზე…
სწორედ არჩევნების დღეს ისე მძიმე იყო ის ადამიანობა, ახლაც არ ვიცი, როგორ ზიდა, როგორ მოერია მარტომ…
ყურში ჩამესმოდა მქუხარე ტაში სოფლებში, მადლობები, ოვაციები, ვკითხულობდი ხელში ჩაკუჭულ თბილ წერილებს, ცეზარისთვის გადასაცემს და არ მჯეროდა, რომ მეორე ტური გარდაუვალი იყო !
სად წავიდნენ ის გულღია ადამიანები, ნუთუ ?!
მუხრანს აქვს გენიალურად ნათქვამი :
” ვაი, ჩვენს პატრონს,
ჩვენი ყოფის თავი და ბოლო,
ჭამა და საჭმლის მონელება
თუ არის მხოლოდ !”
ნუ , ნუ გავიწირებით, ნუ მივცემთ ნიჩაბს მავანს ჩვენივე ხელით გათხრილ საფლავებში მიწა მოგვაყაროს !
ქუდზე კაცი 42 – ის შემოსახაზად !

ქეთი ჩიხლაძე.

“ვაფასებ ბატონ ცეზარს. ვიცი, როდესაც რამეს ამბობს, ჯერ სიკეთით ამბობს, შემდეგ , რადგან გითხრა, ცდილობს შეასრულოს დანაპირები. კიდევ ის მომწონს, რომ ყოველთვის ყველაფერი ახსოვს და არც შენ დაგიკარგავს სიკეთეს. მას შეუძლია მეგობრობა. ეს ყოველივე ამარტივებს საქმის კეთებას. რადგან შენ არ გატყუებენ, შენც ყველაფერს აკეთებ, რომ ასეთივე სიკეთით გადაუხადო და დააფასო ადამიანი. ბატონი ცეზარის მსგავსი ადამიანები ცოტაა და შეუძლებელია მათ გვერდში არ დაუდგე!”

კომენტარის დატოვება