როგორ დავლოცოთ შვილები – რჩევა პატრიარქისგან (ვიდეო)

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა, რომ დიდი ძალა აქვს მშობლებისგან შვილების დალოცვას. უწმინდესმა მშობლების მიერ შვილების დალოცვის ლოცვა წაიკითხა და დასძინა, რომ ის დაიბეჭდება და დარიგდება ოჯახებისთვის.

-,,ჩვენ შევადგინეთ ტექსტი, ბავშვი უნდა დააყენოთ მუხლებზე იმ ხატის წინაშე, რომლითაც ლოცავთ, ორივე ხელი დაადო თავზე და წაიკითხო ლოცვა. ლოცვის დასრულების შემდეგ ნაკურთხი წყლით უნდა აკურთხონ და გარდასახონ პირჯვარი.

მინდა შეგახსენოთ ერთი რამ, რაც იყო წარსულში, ჩვენს წინაპრებში და რომელიც მივიწყებულია – ეს არის მშობლების მიერ შვილების დალოცვა, თითოეული შვილის ცალკე დალოცვა. იმისათვის, რომ შვილი იყოს ბედნიერი, მშობელმა უნდა დალოცოს ის. ამისათვის უნდა აჩუქოს მას ნაკურთხი ხატი. ეს ხატი იქნება მფარველი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მას აქვს ძალიან დიდი ძალა“ – განაცხადა პატრიარქმა.

კომენტარის დატოვება