დღეს ოჯახების დანგრევის სტატისტიკა საგანგაშოა

 

” ადამიანის უმთავრესი გზა ეს არის ოჯახური ცხოვრება. როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, ოჯახად შექმნა, ადამიც და ევაც. ოჯახი ეს არ არის უბრალო ინსტიტუტი, ჩვენ ვიცავთ ყველაზე ძირეულს. დღეს ჩვენ ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ოჯახური სიწმინდე და დავიცვათ ოჯახური ღირებულებები.” – განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ.
მისი თქმით, დღეს საქართველოში ოჯახების დანგრევის სტატისტიკა საგანგაშო და შემაშფოთებელია. აქ ხშირად გაისმის ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონების მოწოდებები.
მეუფე შიომ მადლობა გადაუხადა პატრიარქს ოჯახის სიწმინდის დღის დაწესებისთვის და აღნიშნა, რომ ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან, ცხონებასთან ბრძოლა.