ჭყონდიდის ეპარქიაში განკვეთილ ბერებს მონასტერი პოლიციის ძალით დაატოვებინეს

სამეგრელოში, ჭყონდიდის ეპარქიაში განკვეთილ ბერებს მონასტერი პოლიციის ძალით დაატოვებინეს.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დაკავებულია 5 პირი. განკვეთილი ბერები საეკლესიო საქმიანობის ხელის შეშლისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

ადგილზე იმყოფებიან სასულიერო პირების მხარდამჭერები და მრევლის გარკვეული ნაწილი.

„მამაოები ლოცულობდნენ, დილის ლოცვებს კითხულობდნენ, ჩოხოსნები შემოვიდნენ მეუფე სტეფანესთან ერთად, სპეცრაზმი მოჰყვა ქუთაისიდან, მარტვილიდან და ყველა ერთად გაერთიანებული. გაყარეს მამაოები, შემოცვივდნენ ჩოხოსნები კელიებში, ძალის გამოყენებით დააკავეს მამაო, მამა ბასილიც. მათი წარმომადგენლები ახლა კელიებში სხედან. ჩოოხსონები ვართო და ვინ არიან არავინ იცის“, – აცხადებს სასულიერო პირი.

სასულიერო პირის თქმით, სამართალდამცველები მოძღვრები უკანონოდ გაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით მეუფე სტეფანეს განცხადება ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.