სახელმძღვანელოს „მე და საზოგადოება“ გრიფი მიენიჭა

სახელმძღვანელოს „მე და საზოგადოება“ გრიფი მიენიჭა. ბრძანებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ გუშინ ხელი მოაწერა.

ბრძანება იხ.

http://mes.gov.ge/old/upload/editor/file/Brdzanebebi/2018/Agvisto/113.pdf

ახალი სასწავლო წლიდან ამ საგანს მე-3, მე-4 კლასებში ასწავლიან.

გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს ავტორია ნინო ტალახაძე. სახელმძღვანელო მასწავლებლისა და მოსწავლის წიგნებს, ასევე მოსწავლის რვეულს მოიცავს.

სკოლაში ამ სასწავლო დისციპლინის შემოღებას წლების განმავლობაში მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებდა. საგნის სტანდარტი 2017 წლის ივლისში დამტკიცდა.

საქართველოს ყველა სკოლა ვალდებულია ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით. გამონაკლისი დაიშვება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.