“ჩვენ გვესმის ერთმანეთის” – აფხაზი და ქართველი ხელოვანების გზავნილი ამერიკიდან

,,კაცობრიობა ყველაზე მძიმე პერიოდებში ხელოვნების გზით პოულობდა მშვიდობის გზას და ნერგავდა სიყვარულს, ერთ – ერთი იყო მუსიკის ენა , არ აქვს მნიშვნელობა გესმის თუ არა სიტყვები , ის შენ გეხება…

სტენდალი ამბობდა : მუსიკა იძლევა ყველაზე ნათელ განცდებს და მას გადმოაქვს საიდუმლოო, საიდუმლო არა, მაგრამ ნამდვილად სასიხარულო და სასიამოვნო ფაქტია ის, რომ ჯერ კიდევ 2006 წელს ჩემი გაცნობით და მეგობრობით დაინტერესებული აფხაზი ხელოვანი ჩემთან ერთად დადგება სცენაზე . ეს მორიგი ფაქტია იმისა , რომ ხელოვნება აერთიანებს ადამიანებს და ყველაფერზე მაღლა დგას ” – აცხადებს დავით ღვინიანიძე .

27 ოქტომბერს ნიუ-ორკის ერთ – ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში , Master Theater სადაც მსოფლიო ემიგრაციის ისტორიაში ყველა დროის ვარსკვლავს უმღერია და მას ლეგენდარულ დარბაზად მოიხსენიებენ , გაიმართება მსოფლიო დონის ოპერის მომღერლის , ბარიტონ დავით ღვინიანიძის სოლო კონცერტი , ის ამავე დროს გახლავთ , საქველმოქმედო ფონდ  ,, მსოფლიო ტალანტების” დამფუძნებლი და პრეზიდენტი.

მომღერალი ამბობს, რომ უამრავ სასიამოვნო სიურპრიზსს შესთავაზებს მაყურებლებს და ზახს უსვამს ნიჭერი აფხაზი მომღერლის მონაწილეობას მის სოლო კონცერტში :

,, მამუკა ჩაუშბა რამდენიმე წლის წინ შემეხმიანა და ის უკვე ჩემი ფონდის სრულუფლებიანი გუნდის წევრია , ჩვენ ერთად პირველად დავდგებით სცენაზე და ეს არის ხელოვანების გზავნილი , რომ ჩვენ გვესმის ერთმანეთის და რომ ხელოვნება ყველაზე დიდი პოლოტიკაა ქვეყნებს შორის , უნიჭიერესი მომღერალი ჩემი ახლო მეგობარიც გახდა და ესაა ჩვენი მთავარი გამარჯვება ” – ამბობს დავით ღვინიანიძე .

როგორც ცნობილია დარბაზი 1500 მსმენელს იტევს და ბილეთები უკვე გაყიდულია . მათ კი ვინც ვერ დაესწრება 27 ოქტომბერს ამ კონცერტს, შეუძლიათ დავით ღვინიანიძის ცენტრს 25 ოქტომბერს ეწვივნონ . ოპერის მომღერალი სოლო კონცერტამდე საუკეთესო ჯაზის შემსრულებლ , საერთაშორისო კონკურსების ლაურეარტ უნიჭიერეს ალა რიდთან ერთად გამართავს საღამოს , რომელიც ებრაელების და ქართველების მრავალსაუკუნოვან მეგობრობას მიეძღვნება .

კონცერტი ფილადელფაში დავით ღვინიანიძის კულტურის ცენტრში ჩატარდება.