სპეციალისტების თქმით, 2008 წლის შემდეგ მსგავსი კიბერშეტევა არ მომხდარა

ტელეკომპანია „იმედის“ ტექნიკის ნაწილი ამ დრომდე შეფერხებით მუშაობს, „მაესტრო“ კი პარალიზებულია. სავარაუდოდ ჰაკერული შეტევის გამო „იმედი“ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში იყო გათიშული.

ამასთან, განადგურებულია „იმედის“ ძვირადღირებული ტექნიკა. კიბერუსაფრთხოების ექსპერტები დეტალებს ადგენენ. გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს.

დღეს რამდენიმე სამთავრობო და კერძო ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა: ოფიციალური პირველი გვერდების ნაცვლად, ჰაკერებმა მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით “I’ll be Back” (“დავბრუნდები”).

სპეციალისტების თქმით, 2008 წლის შემდეგ მსგავსი კიბერშეტევა არ მომხდარა და შესაძლოა ის საზღვარგარეთ, კერძოდ კი რუსეთში დაიგეგმა. ისინი ვარაუდობენ, რომ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო შესაძლოა კვალის ასარევად გამოიყენეს. ამ ვერსიას არ ეთანხმებიან მმართველი გუნდის წევრები და თავდასხმის ორგანიზებაში სწორედ სააკაშვილს ადანაშაულებენ.

წყარო: იმედი

ვიდეო იხ.

https://imedinews.ge/ge/saqartvelo/119885/telekompania-imedi-sheperkhebit-mushaobs-maestro-ki-am-dromde-paralizebulia