“რამდენიმე საინტერესო საკითხი მინდა გაუწყოთ…”

მას შემდეგ, რაც ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტობუსებით, ძალაში შევა პარკირების გაზრდილი ჯარიმა.

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/951813318531124/?__xts__[0]=68.ARBAXdT8fr0e50yeaMIGPtNDk0A14o2Zl50Q6ygLOd0nmiFNavtfgM5Fj6seydCsxl3GPZboAKIvOEco5OrA6Ky5caQCSkGbMUpZ4tn1kXG_dHmDJm3grLdC8Z9DpGs_7Y8rSc2GBi191C5nSIA4URseBOWCnk8z8-vBO8OOg6tdQpJs7lGxQOcgPTIHLrIMB8yhSu_mW1uPEsjC9qAnib9UsNSBEJYUShcGdaXrV8p46oNEZ-OsCxMJZbfbPU1FYKfI3-2fZFvty1lHyPr1iGiENwzoXYpvZn0caRDkJjzu7BElquNZyw5_h97kjeMltG-G-ZAUVJg0C4OxD5ucj8MMF4sozUoeTBs&__tn__=K-R

გუშინ უკვე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტმა ინიციატივა პარკირების წესების დარღვევაზე სამართალდარღვევის ჯარიმის ზრდასთან დაკავშირებით და ჯარიმა ათიდან ორმოცდაათ ლარამდე იზრდება. ასევე, მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ჯარიმის ჩაბარების წესი შეიცვალა. აქამდე მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა ადრესატს სამართალდარღვევის ოქმი, ამის შემდეგ, თუ ფოსტით ვერ მოხდება სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარება, იგი გამოქვეყნდება სპეციალურ ვებგვერდზე, რომლის მისამართიც არის tp.ge. იმ შემთხვევაში თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში, დაჯარიმებული პირი შევა ვებგვერდზე და გადაიხდის ჯარიმას, ის 20 პროცენტით ნაკლებს გადაიხდის. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ დაჯარიმებული პირებისთვის sms შეტყობინებების მიწოდებას მათზე დაკისრებული ჯარიმების შესახებ.

🔹
დიდ დიღომში, ანბანის სკვერში მცირე სავაჭრო ცენტრი აღარ აშენდება. ამ ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რის შედეგადაც, მისი გამოსყიდვა შესაძლებელია. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოვიტანეთ ამ მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა-გამოსყიდვის საკითხი. აღნიშნული სკვერი მოეწყობა და გალამაზდება. ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მივიდნენ და იქ დაისვენონ.

🔹
ფერის სტანდარტის დარღვევისა და ნებართვის არქონის გამო, პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. ამისათვის პარლამენტი ერთჯერადი ამნისტიის აქტს გამოსცემს.

🔹
პირველი ნოემბრიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, ავტომანქანის სალონების ქიმიური წმენდის ვაუჩერით ისარგებლონ და სერვისის მისაღებად კონკრეტულ კომპანიებს მიმართონ შემდეგ მისამართებზე: „ავტო სპა“, ბერი სალოსის გამზირის N31-ში, „დირსის“ კორპუსების მიმდებარედ და „ავტო შხაპი“, შეშელიძის N68-ში. ვინც ისარგებლებს აღნიშნული ვაუჩერებით, მათ უფასოდ გადაეცემათ ტექნიკურ მომსახურებაზე 20%-იანი ფასდაკლების ბარათები. A კატეგორიაში მონაწილე ტაქსების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დღეის მდგომარეობით გაცემულია 13 000-მდე ლიცენზია. რეგისტრირებულთა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 2000-ით გაიზარდა.

🔹
მოსკოვის გამზირზე არსებობს ალეა, საკმაოდ ვრცელი ტერიტორია, რომელიც დაახლოებით, ოთხი ჰექტარია. დავავალე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსს, გიგა გიგაშვილს, დაიწყოს პროექტის მომზადება, რომ მომავალი წლიდან შევძლოთ, აღნიშნული ალეის გაკეთილშობილება, რადგან დღეს იქ არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ტერიტორიით ძალიან ბევრი ადამიანი ისარგებლებს.

🔹
2019 წლის 7 მარტს გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს, ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა. დღესდღეობით, მისი ბიუსტები განთავსებულია ქალაქ რუსთავსა და სენაკში, თუმცა არა თბილისში. ჟიული შარტავა იმსახურებს იმას, რომ მისი ბიუსტი არსებობდეს დედაქალაქშიც. ჟიული შარტავასთან ერთად, მე ვიტყოდი, გურამ გაბისკირიას ძეგლიც. ჩვენ ყველას გვახსოვს წუთები, როდესაც სოხუმი დაეცა და ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ბოლო გამოვიდნენ მთავრობის სახლიდან. ყველას გვახსოვს ის სიტყვები, როდესაც მათ ეუბნებოდნენ, დაიჩოქეთ და შეაგინეთ ქართველებსო. მათი პასუხი იყო – „არასოდეს ცხოვრებაში!“ ეს ადამიანები ჩვენგან ნამდვილად იმსახურებენ ამას. ჩვენმა მომავალმა თაობებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ჩვენი გმირების შესახებ. ბიუსტის კონცეფციის შემუშავებისა და ადგილის შერჩევის საკითხებზე მუშაობა მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას დავავალე.